Tuesday, June 10, 2014

მეცხრე დღე

არ მომწონს, რომ დღეს ტრენინგები მთავრდება და არ ვიცი როდემდე მომიწევს იმის ლოდინი ,თუ როდის მეტყვიან მსგავს ტრენინგზე უნდა წახვიდეო.მომენატრება ჩემი საყვარელი ტრენერის ქ-ონ შორენას მიერ ესოდენ მთელი გულით და სულით ,მთელი მონდომებით და ლამაზად ჩატარებული ტრენინგები.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის ქ-ონო შორენა!
გმადლობთ,რომ ჩემთან ერთად იმუშავეთ მთელი თვე ნახევარი!
მომავალ შეხვედრამდე!
პროექტის გეგმა
მოსწავლის პრეზენტაცია
მასწავლებლის პრეზენტაცია

Sunday, June 8, 2014

მერვე დღე

მომწონს ის ,რომ მგონი პროექტის გეგმაზე მუშაობა გამომდის.გული მწყდება,რომ ვამთავრებ ტრენინგს.სიამოვნებით გავივლიდი მსგავს ტრენინგს.
კარგად შევისწავლე ლინკების,სურათების,ტექსტების ,გაჯეტების დადება.ავტვირთე და გამოვაქვეყნე მოსწავლის ნამუშევარი და რეფლექსიები.

Friday, June 6, 2014

მეშვიდე დღე

       
                არ ვარ ხასიათზე  (ოჯახური პირობების გამო),რაც ძალიან არ მომწონს . მიუხედავად ამისა მაინც შევისწავლე ფაილის ატვირთვა გუგლ -დოკუმენტში, მისი გაზიარება და ფაილის ლინკის გაზიარება.
      გავაკეთე მოსწავლის დამხმარე პრეზენტაციის მოსამზადებლად.

Tuesday, June 3, 2014

მეექვსე დღე

მომწონს ის ,რომ გზაშიც რომ მივდივარ  და მოვდივარ ტრენინგის მოდულებზე ვფიქრობ.მოკლედ რომ ვთქვა იმდენად გამიტაცა პროექტის გეგმაზე მუშაობამ,რომ უკვე ტრენინგიდან სახლში წასვლა აღარ მინდა.

ვფიქრობ ,რომ ძალიან მომწონს რეფლექსიების წერა.
ვისწავლე გუგლ დოკუმენტებში ატვირთვა,პროექტის შეფასების რუბრიკები და მოსწავლის შეფასების რუბრიკები.

მეხუთე დღე

მომწონს ,რომ ყოველი მომდევნო ტრენინგი უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.არ მომეწონა ,რომ წავიდა დენი და საშინაო დავალება რომელიც მაინცდამაინც კარგად არ მქონდა შესრულებული ვერ შევასწორე.შევისწავლე ინტარნეტის გამოყენება,როგორც საკომუნიკაციო საშუალებები,გავეცანით საავტორო უფლებებზე მუშაობას,საძიებო საიტების  გამოყენებით მოსწავლის ნამოშევრის ნიმუშებს.

მეოთხე დღე

გამიჭირდა შეფასების გეგმის შესწავლა(ცოტა გადაღლილი ვიყავი საოჯახო საქმეებით)მაგრამ ჩემი საყვარელი ტრენერის -ქალბატონ შორენას დახმარებით პრობლემა მაინც ადვილად გადავჭერი.
უკვე არ ვარ გადაღლილი,განვიტვირთე,თავს კარგად ვგრძნობ.
მადლობა ქ-ონ შორენას!

მესამე დღე

საბოლოოდ ჩამოვყალიბდი.ავირჩიე ჩემთვის სასურველი თემა,დავწერე მიზანი და შევარჩიე სტანდარტები.იმდენად გავითავისე მუშაობა რომ სახლში წასვლა არ მინდა,მინდა გავაგრძელო მუშაობა ,მაგრამ რას იზამ......კარგად შევისწავლე სტარდანტები ,მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები.მივდივარ სახლში.ნახვამდის.......


მეორე დღე

მეორე დღე :შედარებით მეტად დავინტერესდი და გაცილებით ნაყოფიერი დღე იყო.განწყობაც უკეთესია.განტვირთვაც საუკეთესო იყო (მივირთვით ყავა ნამცხვართან ერთად).მჯერა რომ ჩემი პროექტი მისაღები და კარგი იქნება.

პირველი დღის რეფლექსია

შთამბეჭდავი და საინტერესო დღე იყო.მოლოდინი მაქვს კარგი.გავეცანი პროექტის სტრუქტურას.მომეწონა პროექტის შეფასების კრიტერიუმები.დღე იყო შინაარსიანი.არ მომეწონა ,რომ არ იყო-სადილი.